საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ახალციხეში მომხდარ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე 178-ე, ძარცვის მუხლით აღიძრა.
სამინისტროში სხვა დეტალებს ჯერ არ აკონკრეტებენ.
“ნაციონალურმა მოძრაობამ” დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ახალციხეში, ”ნაციონალური მოძრაობის” შტაბის თანამშრომელს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.
ელენე ხოშტარიას თქმით, პარტიის შტაბის წარმომადგენელი საარჩევნო შეხვედრის გადასაღებად მიდიოდა, რა დროსაც მის წინ მოძრავი გუბერნატორის ავტომობილი გაჩერდა, გადმოვიდნენ პირები და მას ფიზიკურად გაუსწორდნენ, დამტვრეული კამერაც.