შსს-ს განცხადებით, საქართველოს მოქალაქეების პირადი მონაცემების ჰაკერების საიტზე გავრცელების შესახებ ინფორმაცია მათთვის ცნობილია და საკითხს სწავლობენ

შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის საქართველოს მოქალაქეების პირადი მონაცემების ჰაკერების ფორუმზე გავრცელების შესახებ უცხოური მედიის ინფორმაცია ცნობილია.

როგორც უწყებაში განმარტავენ, მიმდინარეობს საკითხის შესწავლა.

“ინფორმაცია, რომელიც უცხოურ პრესაში გავრცელდა, ცნობილია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის. მიმდინარეობს საკითხის დეტალური შესწავლა და უახლოეს პერიოდში გაკეთდება დამატებითი განმარტებები“, – აცხადებენ უწყებაში.

შეგახსენებთ, რომ პორტალ zdnet.com-ის ინფორმაციით, 28 მარტს, ჰაკერების საიტზე ქართველი ამომრჩევლის მონაცემთა ბაზა გამოქვეყნდა, რომელიც მოიცავს პირად მონაცემებს – პირად ნომრებს, ტელეფონის ნომრებს, დაბადების თარიღებს. აღნიშნულ ბაზაში იძებნება მონაცემები გარდაცვლილი მოქალაქეების შესახებაც.

banner
წინა სტატიაშიაქცია მარნეულში, ხალხი მერიას დახმარებას სთხოვს
შემდეგი სტატიაოკუპირებული აფხაზეთიდან ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში გადმოყვანილი პაციენტი საქართველოს მოქალაქეა და ე.წ. აფხაზური პასპორტი აქვს