ოკუპირებული აფხაზეთიდან ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში გადმოყვანილი პაციენტი საქართველოს მოქალაქეა და ე.წ. აფხაზური პასპორტი აქვს

გუშინ გვიან ღამით, ოკუპირებული აფხაზეთიდან, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე, 50 წლის ქალი კორონავირუსის სიმპტომებით გადმოიყვანეს.
50 წლის ქალს სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანები და საქართველოს შს სამინისტროს წარმომადგენლები ფახულანის ე.წ.გამშვებ პუნქტზე დახვდნენ და ის, ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
პაციენტი ბოქსირებულ პალატაშია მოთავსებული და მისი მდგომარეობა ამ დროისთვის, სტაბილურია.
წყაროს ინფორმაციით ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოყვანილი ქალი საქართველოს მოქალაქეა და ე.წ. აფხაზური პასპორტი აქვს.

banner
წინა სტატიაშიშსს-ს განცხადებით, საქართველოს მოქალაქეების პირადი მონაცემების ჰაკერების საიტზე გავრცელების შესახებ ინფორმაცია მათთვის ცნობილია და საკითხს სწავლობენ
შემდეგი სტატიათამაზ ნავერიანი – კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯება ყველა, ვინც სახელმწიფო ინტერესების დაზიანებას ეცდება ჩვენს მრავალეთნიკურ რეგიონში