შსს-ს განცხადება

საქართველოში პოლიციის დღესთან დაკავშირებით, შსს საზეიმო ღონისძიებებს გეგმავს. შედეგად, თბილისში გზებზე წესდება შეზღუდვები.

“შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ პოლიციელის პროფესიული დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებასთან დაკავშირებით, თბილისში, მიტროფანე ლაღიძისა და ნოე რამიშვილის ქუჩებზე, ასევე, კახეთის გზატკეცილზე – ე.წ. ჯავახეთის ხიდებიდან მეტროსადგურ „სამგორამდე“, ავტომანქანების გადაადგილება აიკრძალება:

30 მაისს, 15:00 საათიდან 18:00 საათამდე;

31 მაისს, 09:00 საათიდან 14:00 საათამდე, ღონისძიების დასრულებამდე.” ნათქვამია უწყების განცხადებაში.

banner
წინა სტატიაში(foto) “ჩემთვის ძალიან ძნელია ამ ყველაფრის ატანა”-ქობულეთში გარდაცვლილი სასტუმროს მეპატრონის წერილი
შემდეგი სტატიასაქართველოს პირველად სახელმწიფო ვიზიტით პოლონეთის პრეზიდენტი ანდჟეი დუდა ეწვია