შსს-ს დაცვის დეპარტამენტში საშემოდგომო გაწვევა დაიწყო

შსს-ს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის 295 წვევამდელმა შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობის ეზოში სამხედრო ფიცი დადო. ახალწვეულებმა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შეასრულეს, შემდეგ კი წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გმირულად დაღუპული შსს-ს თანამშრომლების ხსოვნას.

ფიცის დადების პარალელურად, ობიექტების დაცვის დეპარტამენტის 25 წარჩინებულ ვადიან სამხედრო მოსამსახურეს საპატიო სიგელი გადაეცა.

ახალწვეულები შსს-ს ობიექტების დაცვის დეპარტამენტში ერთწლიან სავალდებულო სამხედრო სამსახურს გაივლიან. შესაბამისი კონკურსის გავლის შემთხვევაში, კი ისინი შსს-ს სხვადასხვა დანაყოფში დასაქმდებიან.

banner
წინა სტატიაშილიკა ქავჟარაძეს დღეს ვაკის სასაფლაოზე დაკრძალავენ
შემდეგი სტატიასახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით 6 პირი დააკავეს