ლიკა ქავჟარაძეს დღეს ვაკის სასაფლაოზე დაკრძალავენ

კინოვარსკვლავ ლიკა ქავჟარაძეს ვაკის სასაფლაოზე დაკრძალავენ. მსახიობი დედის გვერდით დაიკრძალება.

ლიკა ქავჟარაძეს დღეს, ვაკის ყოვლადწმინდა სამების ტაძრიდან 15:00 საათზე გამოასვენებენ.

ქავჟარაძე, 11 ოქტომბერს, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. მას 26 ოქტომბერს 58 წელი შეუსრულდებოდა.

ლიკა ქავჟარაძე 19 ოქტომბერს პერსონალურ გამოფენას გეგმავდა, 15 დეკემბერს კი მისი ვარსკვლავი უნდა გახსნილიყო.

გაიხსნება ვარსკვლავიც და გაიმართება გამოფენაც, თუმცა ეს ყველაფერი მის გარეშე ჩაივლის.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს მართმადიდებლური ეკლესია სვეტიცხოვლობას აღნიშნავს
შემდეგი სტატიაშსს-ს დაცვის დეპარტამენტში საშემოდგომო გაწვევა დაიწყო