შსს-ს არქივმა “დიდი ტერორის” პერიოდის დოკუმენტური მასალა გამოაქვეყნა

ჟურნალ “საარქივო მოამბის” ახალი ნომრის, საარქივო დოკუმენტების საფუძველზე მომზადებული ნაწარმოების “დაპატიმრდეს! იცემოს! დაიხვრიტოს!” და მხატვრულ-დოკუმენტური ფილმების პრეზენტაცია გაიმართა.

პრეზენტაცია ოკუპაციის მუზეუმში გაიმართა, რომელსაც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი, შსს-ს სხვადასხვა დანაყოფის ხელმძღვანელები, სახელმწიფო უწყებებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

ჟურნალ “საარქივო მოამბის” მე-16 ნომერი სახელმწიფო რეპრესიული მანქანის ფუნქციონირების თავისებურებებს ასახავს, რაც საბჭოთა რეალობაში ე.წ. “დიდი ტერორის” პერიოდში გამოვლინდა, როდესაც უდანაშაულო ადამიანების დახვრეტა, შორეულ ბანაკებში გადასახლება, უნდობლობა და შიში ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი იყო.

ნაწარმოებში – “დაპატიმრდეს! იცემოს! დაიხვრიტოს!” ასახულია სტალინისა და ლავრენტი ბერიას ეპოქის შინსახკომის თანამშრომელთა ცხოვრება, მათი დაუნდობელი ქმედებები, სისხლის სამართლის საქმეთა გაყალბების ფაქტები, არაადამიანური მოპყრობის სცენები, წამების, მორალური ზეწოლის ისტორიები. წიგნი გაფორმებულია უნიკალური თემატური ილუსტრაციებით.

banner
წინა სტატიაშისამგორისა და გლდანის გამგებლებმა თანამდებობები დატოვეს
შემდეგი სტატიასაგამოძიებო სამსახურმა თბილისში არალეგალურად მოქმედი კაზინო გამოავლინა