შსს – ოთარ ფარცხალაძე დაბარებული იყო საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში

შს სამინისტრო ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის პოლიციის განყოფილებაში ყოფნას ადასტურებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია შს სამინისტროს პრესსამსახურში დღის ბოლოს დაადასტურეს. მათი განმარტებით, ფარცხალაძე შინაგან საქმეთა სამინისტროს ძველი თბილისის სამმართველოს პირველ განყოფილებაში დაბარებული იყო საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში. თუმცა, კონკრეტულად რომელ საქმეზე იმყოფებოდა ყოფილი მთავარი პროკურორი უწყებაში, არ დააკონკრეტეს.

ოთარ ფარცხალაძის გვარი რამდენიმე გახმაურებულ საქმეში ფიგურირებს. ბოლო დროს კი მისი გვარი ე.წ. „ომეგას“ საქმის ირგვლივ გაჟღერდა. გავრცელდა აუდიო ჩანაწერის რამდენიმე ეპიზოდი, სადაც სავარაუდოდ სპორტის ყოფილი მინისტრი, ლევან ყიფიანი მას ფიზიკურ ანგარიშსწორებასა და მუქარაში ადანაშაულებს. ამავე საქმის ფარგლებში, კომპანიის მფლობელები, ყურადღებას ფულის გამოძალვაზეც ამახვილებენ, სადაც მათივე განცხადებით, ფარცხალაძეც ფიგურირებს. აღსანიშნავია, რომ თავად სპორტის ყოფილმა მინისტყრმა, ფარცხალაძის მხრიდან რამე ტიპის მუქარა მოგვიანებით უარყო. აუდიო ჩანაწერებს კი დადგმული უწოდა.

banner
წინა სტატიაშიშინაგან საქმეთა სამინისტრომ მარნეულში სკოლის გაქურდვის ფაქტი გახსნა
შემდეგი სტატიატრამპი და ირანელი გენერალი “ბეჭდების მბრძანებლების” სტილში უგზავიან პოლიტიკურ გზავნილებს ერთმანეთს