,,შსს მზად არის წარადგინოს მოხსენება ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე შექმნილი საგამოძიებო კომისიის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულებაზე”

გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ შს სამინისტრო მზად არის ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას წარადგინოს მოხსენება ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შექმნილი საგამოძიებო კომისიის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების თაობაზე, – ამის შესახებ ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „ევროპული საქართველოს“ რეზოლუციის პროექტის განხილვისას განაცხადა. რეზოლუცია შს სამინისტროსა და მთავარი პროკურატურისთვის პარლამენტის მხრიდან რეკომენდაციების შესრულების მოთხოვნას ითვალისწინებს. „ევროპული საქართველო“ მოითხოვს, რომ აღნიშნული პროექტი უახლოეს სხდომებზე განიხილონ.

„მე დილით მქონდა საუბარი შს მინისტრთან გიორგი გახარიასთან. მან განაცხადა, რომ შს სამინისტრო მზად არის ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას წარადგინოს მოხსენება ამ რეკომენდაციების შესრულების თაობაზე“, – განაცხადა კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიგია ვოლსკი იური მეჩითოვის განცხადებაზე -არაადეკვატური რომ იყო, იმიტომ აღარ არის მინისტრის მოადგილე
შემდეგი სტატია„ეს შენობა არის მკვლელების, ამათ დაგვიხოცეს შვილები, ძირს „ქართული ოცნება“ მკვლელების ოცნება”