„ეს შენობა არის მკვლელების, ამათ დაგვიხოცეს შვილები, ძირს „ქართული ოცნება“ მკვლელების ოცნება”

“ქართული ოცნების” ოფისთან შვილმოკლული მშობლების აქცია მიმდინარეობს. ადგილზე გასულ წელს, პანკისის ხეობაში სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლები, ახლობლები და პანკისში მცხოვრებლები იმყოფებიან.

ისინი მომხდარის დროულ გამოძიებას და დამნაშავეების დასჯას მოითხოვენ. აქციაზე იმყოფება თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამაც. ზაზა სარალიძემ მმართველ გუნდს მიმართა. სარალიძე ამბობს, რომ სპეცრაზმელებმა 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი პირადად სუს-ის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის ბრძანებით მოკლეს.

აქციის მონაწილეები გოგაშვილის დასჯას მოითხოვენ.

“გოგაშვილი არ უნდა იჯდეს „ქართულ ოცნებაში“ – ის უნდა იყოს უვადოდ პატიმრობაში იმიტომ რომ ამის დავალებით მოკლეს თემირლან მაჩალიკაშვილი”-განაცხადა სარალიძემ.

ზაზა სარალიძემ მმართველი გუნდის ლიდერებს მიმართა და თქვა, რომ ისინი ხელს აფარებენ დამნაშავეებს.

„ეს შენობა არის მკვლელების, ამათ დაგვიხოცეს შვილები, ძირს „ქართული ოცნება“ მკვლელების ოცნება. გამოდით გარეთ, მდინარაძეებო, ბესელიებო და თქვენ მკვლელებო და მკვლელების მფარველებო. გამოდით გარეთ, თქვენ მარტო ტელევიზიებით იცით ჩვენი დამცირება“-მიმართა სარალიძემ მმართველი პარტიის წევრებს.

banner
წინა სტატიაში,,შსს მზად არის წარადგინოს მოხსენება ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე შექმნილი საგამოძიებო კომისიის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულებაზე”
შემდეგი სტატიაშვილმოკლული დედა შენთან მოვედი, თუ გყოფნის ვაჟკაცობა, ჩამოდი და თვალებში შემომხედე – თემირლან მაჩალიკაშვილის დედა სოსო გოგაშვილს მიმართავს