შსს-მ ვისბადენის ინტერპოლის მიერ საერთაშორისო დონეზე ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავა

news
ავტ.: news ნოემბერი 15, 2016 10:02

შსს-მ ვისბადენის ინტერპოლის მიერ საერთაშორისო დონეზე ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავა

თბილისის ინტერპოლისა და შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის სამსახური „სარფის“ თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში შემოსვლისას, ვისბადენის ინტერპოლის მიერ მიმდინარე წლიდან საერთაშორისო დონეზე ძებნილი თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე კ. ჩ. დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, დაკავებული საქართველოში შემოსვლას ვისბადენის ინტერპოლის მიერ მიმდინარე წლის ივნისიდან ძებნილი, „რენჯ როვერის“ მარკის ავტოსატრანსპორტო საშუალებით ცდილობდა.

კ.ჩ.-ს ბრალი ედება გერმანიის სისხლის სამართლის კოდექსის 263-ე მუხლის პირველი და მეხუთე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, რაც ჯგუფის მიერ პროფესიონალურ თაღლითობას გულისხმობს.

ამჟამად, დაკავებული პირის მიმართ კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს, ხოლო აღნიშნულ ავტომანქანასთან დაკავშირებით, გამოძიებას შსს-ს საპარტულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო განყოფილება აწარმოებს.

news
ავტ.: news ნოემბერი 15, 2016 10:02

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,597
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics