დუშანბეში პრეზიდენტის უზარმაზარი ბანერები დაკიდეს

დუშანბეს მერმა მაჰმადსაიდ უბაიდულოევმა ტაჯიკეთის დედაქალაქში პრეზიდენტის უზარმაზარი ბანერების გაკვრის განკარგულება გასცა წარწერით: “ჩემი პრეზიდენტი ჩემი ლიდერია”.
გარდა ამისა, მერიის ინიციატივით, სკოლამდელ ბავშვებში ჩატარდება კონკურსი საუკეთესო ნახატზე “პრეზიდენტი ბავშვების თვალით”. გამარჯვებული 16 ნოემბერს გამოცხადდება, დღეს რომელიც პრეზიდენტის დღედ დაინიშნა.
მთელ ქვეყანაში დაგეგმილია საზეიმო კონცერტები, უფასო თეატრალური წარმოდგენები, სპორტული შეჯიბრებები, კულინარული გამოფენები.

ადრე ტაჯიკეთის პრეზიდენტმა ემომალ რახმონმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტის შეურაცხყოფა სისხლის სამართლის დევნას იწვევს. რახმონი ქვეყანას უკვე მეოთხე მოწვევაა მართავს.
მომავალი საპრეზიდენტო არჩევნები ქვეყანაში 2020 წლისათვის არის დაგეგმილი.

fff

banner
წინა სტატიაშიმიხეილ ჯანელიძე: რუსული ბიზნესი ყოველთვის იყო საქართველოში წარმოდგენილი და ამაში გასაკვირი არაფერი არ არის
შემდეგი სტატიაშსს-მ ვისბადენის ინტერპოლის მიერ საერთაშორისო დონეზე ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავა