შსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

შსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო. როგორც “თაიმერს” შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, სამართალდამცველებმა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, 1971 წელს დაბადებული ზაალ ჭ. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.
სამართალდამცველებმა, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 128 საბრძოლო ვაზნა, “ნაგანის” ტიპის უნომრო რევოლვერი მაყუჩით, “ტანფოლიოს” და “პარაბელუმის” ტიპის ცეცხლსასროლი იარაღები, ასევე, 5 მჭიდი და 2 საცემელი (ნემსა) ამოიღეს.
სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიევროკავშირი საქართველოსთვის 2 მილიონ ევროს გამოყოფს
შემდეგი სტატიანოემბერში საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ 436 234 ვიზიტი განხორციელდა