შსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-ტარების ბრალდებით, 1995 წელს დაბადებული ლ.მ. თბილისში დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, „პე-ეს-ემ“-ის სისტემის უნომრო ცეცხლსასროლი იარაღი, ერთი მჭიდი და ოთხი საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-ტარების ფაქტზე, 236-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშილევან იზორია საზოგადოებას საქმიანობის 100 დღის ანგარიშს წარუდგენს
შემდეგი სტატიაბათუმში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს