ბათუმში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

ბათუმში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. ინცინდენტი რესტორან ვოქსის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. არაოფიციალური ინფორმაციით, მამაკაცს ფეხებში ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლეს.

დაჭრილი ქალაქის ერთ-ერთ კლინიკაში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფის მისვლამდე, ტაქსით გადაიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მისი მდგომარეობა სტაბილურია.

საქმეზე გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით, უკვე დაიწყო. ამ ეტაპზე დაკავებული არავინ არ არის.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო
შემდეგი სტატია76 წლის ქალის საზარელი მკვლელობა – ერთერთი ბრალდებულის ადვოკატი სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს