შსს-მ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით, სადაც ჩანს, რომ მამაკაცი მცირეწლოვან ბავშვს, სავარაუდოდ, ნარკოტიკულ საშუალებას აწევინებს, გამოძიება დაიწყო.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სსკ-ის 272-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 21 წლის ასაკს მიუღწეველი პირის ნარკოტიკების მოხმარებაზე დაყოლიებას გულისხმობს. დანაშაული 6-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„ამ დროისთვის ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით დგინდება, რომ მიმდინარე წლის 10 სექტემბერს, 2004 წელს დაბადებულმა ა.ხ.-მ მცირეწლოვან დას ბოთლიდან გარკვეული ნივთიერების კვამლი შეასუნთქა. საქმეზე მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები“, – აცხადებენ შსს-ში.

სოციალური მომსახურების სააგენტოში აცხადებენ, რომ ისინი შსს-სგან აღნიშნულთან დაკავშირებით ელოდებიან ინფორმაციას და ამის შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას, რა ზომებს მიმართავენ ბავშვის ინტერესების დაცვის მიზნით.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ხელისუფლება დღესაც საუბრობს რუსეთთან დიალოგზე და არანაირ სიგნალს არ აგზავნის იმასთან დაკავშირებით, რომ ვითარება მძიმეა
შემდეგი სტატიაკიდევ 28 ოჯახი შეემატება იმ ადამიანებს, რომლებიც ჩვენს მიერ გადაცემულ ბინებს სიმბოლურ ფასად დაიკანონებენ – კალაძე