საქართველოს ხელისუფლება დღესაც საუბრობს რუსეთთან დიალოგზე და არანაირ სიგნალს არ აგზავნის იმასთან დაკავშირებით, რომ ვითარება მძიმეა

საქართველოს ხელისუფლება დღესაც საუბრობს რუსეთთან დიალოგზე და არანაირ სიგნალს არ აგზავნის იმასთან დაკავშირებით, რომ ვითარება მძიმეა – ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის” წევრმა სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ საოკუპაციო ძალები ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ორ ლოკაციაზე უკანონო სამუშაოებს აწარმოებენ.

სამადაშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლება არ აგზავნის სიგნალებს საერთაშორისო თანამეგობრობასთან, ამიტომ მათ აქვთ განცდა, რომ საქართველოში ვითარება არ არის მძიმე.

„ჩვენ ვხედავთ, რომ უკვე მერამდენედ ხდება სერიოზული პროვოკაციული ნაბიჯების გადადგმა რუსეთის და საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან. სამწუხაროდ, ამავე დროს ვხედავთ, რომ დასავლეთის დედაქალაქებში რეაგირება ამასთან დაკავშირებით არ არის ადეკვატური. საქართველოს ხელისუფლება დაუყოვნებელ რეჟიმში უნდა მართავდეს კონსულტაციებს შესაბამის პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ვაშინგტონში. ამავე დროს, აუცილებელია საქართველოს ხელისუფლებამ გადადგას რაიმე ნაბიჯი, რომელიც აჩვენებს საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ ვითარება არის უკიდურესად დაძაბული.

როდესაც საქართველოს ხელისუფლება დღესაც საუბრობს რუსეთთან დიალოგზე და არანაირ სიგნალს არ აგზავნის იმასთან დაკავშირებით, რომ ვითარება მძიმეა, რა თქმა უნდა, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებსაც არ აქვთ განცდა, რომ საქართველოს წინაშე მდგარი უსაფრთხოების პრობლემები, რეალურად მძიმდება, რუსეთის და საოკუაციო რეჟიმის პროვოკაციების შედეგად“, – განაცხადა სამადაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიჩვენთვის მისაღებია, რომ საქართველო ნატო-ს წევრი გახდეს სრული ტერიტორიის ფარგლებში
შემდეგი სტატიაშსს-მ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო