შსს-მ შარტავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტი გახსნა

შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს და ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1978 წელს დაბადებული ო.მ., განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 14 იანვარს, თბილისში, შარტავას ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1979 წელს დაბადებული კ.რ. ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი კ.რ. საავადმყოფოში გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ო.მ. მომხდარიდან ორ დღეში, თბილისში დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 136-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

ვირუსის ბლოკატორები