1 გარდაცვლილი და 7 დაშავებული – შეჯახება სიღნაღში

სიღნაღის რაიონის სოფელ ილიაწმინდაში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. ინფორმაციას “მოამბე” ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, მაღალი გამავლობის ავტომობილმა მკვეთრ მოსახვევში, სავარაუდოდ, საჭე ვერ დაიმორჩილა და საპირისპირო მიმართულებით მოძრავ მიკროავტობუსს შეეჯახა. მომხდარის შედეგად, გარდაიცვალა მიკროავტობუსის მგზავრი ქალბატონი, 7 ადამიანი კი დაშავდა. დაშავებულები დედოფლისწყაროსა და წნორის საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

თვითმხილველების თქმით, მომხდარის სავარაუდო მიზეზი სატვირთო ავტომობილის მიერ სიჩქარის გადაჭარბება გახდა. მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

banner
წინა სტატიაშისევდია უგრეხელიძე საკრებულოში საქმიანობას დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით გააგრძელებს
შემდეგი სტატიაშსს-მ შარტავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტი გახსნა