შსს-მ ხელვაჩაურში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე მძღოლი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის
რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და
საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული გ.ს. ტრანსპორტის
მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის ბრალდებით
დააკავეს.-ამის შესახებ “თაიმერს” უწყებიდან აცნობეს.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მიმდინარე წლის 18 ნოემბერს, ღამით,
თავისი კუთვნილი ავტომანქანით ხელვაჩაურში, ჭარნალი-ახალსოფლის
საავტომობილო გზაზე მოძრაობდა, რა დროსაც ქვეითად მოსიარულეებს – 1970 წელს
დაბადებულ ც.ს.-ს და 1962 წელს დაბადებულ დ.გ.-ს შეეჯახა და მიიმალა. ც.ს.
ადგილზე გარდაიცვალა, დ.გ. კი საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი.

პოლიციამ ბრალდებული მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა.
ნივთმტკიცების სახით ამოღებულია ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე
ავტომობილი, რომელიც დაკავებულმა კვალის დაფარვის მიზნით, ნაწილებად
დაშალა.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით, ტრანსპორტის
მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის ფაქტზე
მიმდინარეობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

banner
წინა სტატიაში,,პირი „შავ სიაში“ ნეგატიური სტატუსით არ დარჩება, თუმცა ახალი სესხის აღება, გარკვეულ გარემოებაზე იქნება დამოკიდებული”
შემდეგი სტატიაოთარ კახიძე – ხელისუფლება ცდილობს, ქრთამით უცნობი პირები გამოიყვანოს, რომლებიც იტყვიან, რომ „ევროპულ საქართველოს“ ტოვებენ