შსს-მ განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა – დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1976 წელს დაბადებული მ.ქ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 8 აგვისტოს,
თბილისში, პირადი წყენის საფუძველზე, 1976 წელს დაბადებულ გ.ბ.-ს ცივი იარაღის და ბლაგვი საგნის გამოყენებით სხეულზე დაზიანებები მიაყენა, რის
შედეგადაც გ.ბ. ადგილზე გარდაიცვალა.

ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ შესაბამისი ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მ.ქ. მომხდარიდან
მალევე დააკავა. სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილიდან დანაშაულის ჩადენის იარაღი დანა და ჩაქუჩი ნივთმტკიცებად ამოიღეს. განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიცვლილებების დროა! – გურამ როგავამ “რუსთავი 2” დატოვა
შემდეგი სტატიახვიჩია – შესაძლოა, ცოტა სასაცილოც იყოს ჩვენი ხელისუფლების გემოვნების მიხედვით დროშების დაზიანების აკრძალვა