შსს-მ დიდი რაოდენობით ნარკოტიკის შეძენა-შენახვა-შემოტანის ფაქტზე რამაზ ნიკოლეიშვილის დისშვილი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დიდი რაოდენობით ნარკოტიკის შეძენა-შენახვა-შემოტანის ფაქტზე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, რამაზ ნიკოლეიშვილის დისშვილი, გიორგი ლომთათიძე დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინიტროში გიორგი ლომთათიძის დაკავების ფაქტს ადასტურებენ.

“კვირას” ინფორმაციით, დაკავებული ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრის, რამაზ ნიკოლეიშვილის დისშვილია. არსებული ინფორმაციით, ლომთათიძე სტრიპტიზბარების მფლობელი და მეწილეა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილისა და 262 -ე მუხლით გათვალისწინებული ბრალდებებით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიმამუკა ახვლედიანი აცხადებს, რომ არ იცის, რა ფინანსურ გარანტიებზე საუბრობს ნიკა გვარამია
შემდეგი სტატიარამიშვილს სურდა ნიკა გვარამიასთვის “ქართულ ოცნებაზე” მასალების გადაცემა – ელისო კილაძე