მამუკა ახვლედიანი აცხადებს, რომ არ იცის, რა ფინანსურ გარანტიებზე საუბრობს ნიკა გვარამია

თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი აცხადებს , რომ არ იცის რა ფინანსურ მხარდჭერაზე საუბრობს „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია.

„ნამდვილად არ ვიცი. მსგავსი არაფერი ყოფილა. ერთადერთი, რაც ჩანს გავრცელებულ ჩანაწერში, რომ მხარდაჭერის მსგავსი რაღაცაზე იყო საუბარი. მსგავსი საუბარიც არ გაგრძელებულა. ჩემთან მსგავსი საუბარი არ ყოფილა. არ ვიცი, ნამდვილად არ ვიცი ვისთან რა საუბარი იყო”,- განაცხადა მამუკა ახვლედიანმა.

„რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამია დღეს განაცხადა, რომ „რუსთავი 2“ მზად იყო ღირებული ინფორმაციის სანაცვლოდ, მამუკა ახვლედიანისთვის ფინანსური და პირადი უსაფრთხოების გარანტიები მიეცა.

ამასთან, მამუკა ახვლედიანისა და ნიკა გვარამიას ჩანაწერში, გვარამია მამუკა ახვლედიანს ეუბნება ასეთ ფრაზას – “რა უნდა კაცო მაგის იმედს, ეს არ არის რთული”. როგორც გვარამიამ დღეს განმარტა, ამ ფრაზაში სწორედ ფინანსურ უზრუნველყოფას გულისხმობს.

წყარო: 2030.news

banner
წინა სტატიაშიბიძინა ივანიშვილი: „ქართულ ოცნებას“ ჩემგან საჯარო კრიტიკა არ მოაკლდება
შემდეგი სტატიაშსს-მ დიდი რაოდენობით ნარკოტიკის შეძენა-შენახვა-შემოტანის ფაქტზე რამაზ ნიკოლეიშვილის დისშვილი დააკავა