შსს-მ დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო
ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა,
ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო
ღონისძიებების შედეგად, 1981 წელს დაბადებული ვახტანგ ფ.
ნარკოდანაშაულისთვის თბილისში დააკავეს.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 6,4096 ჰეროინი,
ბუპრენორფინის შემცველი 0,0055 გრ ნარკოტიკული საშუალება, 0,00615 გრ
მეტამფეტამინი და 0,0710 გრ მეტადონი ამოიღეს.

გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის
ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“
ქვეპუნქტით).

banner
წინა სტატიაშიელისო კილაძე:”გიორგი ვაშაძე არის ვანო ჩხარტიშვილის სიძე(დისშვილის ქმარი)”
შემდეგი სტატია“არსებობს ბევრი მოწმე, რომელიც ხელს ადებს, რომ წამებას ახორციელებდნენ უდესიანის დავალებით“