“შსს-მ დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება გ.მ.-ს დაჭრის ფაქტზე” – კომისიის რეკომენდაცია

ხორავას ქუჩაზე, მოზარდების მკვლელობის საქმის საგამოძიებო კომისიაზე, ჩხუბში მონაწილე ერთ ერთი პირის, გ.მ-ს დაჭრის ფაქტზე გამოძიების დაწყების მოთხოვნა დააყენეს. რეკომენდაციით, შსს-ს კომისიის თავმჯოდმარემ, სერგი კაპანაძემ მიმართა. კაპანაძის თქმით, მთავარი საქმიდან ცალკე წარმოებად არის გამოყოფილი რამდენიმე საქმე- მათ შორის, დანაშაულის დაფარვა, შეუტყობინებლობა და ა.შ. თუმცა გ.მ დაჭრის საქმე გამოძიებული არ არის. კაპანაძის თქმით, მოზარდის დაჭრის შესახებ ინოფრმაციას საგამოძიებო ორგანოებს 1 და 2 დეკემბერსვე ჰქონდათ, თუმცა საქმე არ აღძრულა:
“საქმის მასალების გაცნობის შემდეგ ყველამ კარგად ვნახეთ რომ ხორავს ქუჩაზე 1 დეკემბერს გარდა ორი მოკლული მოზარდისა, ასევე დაზიანდა 1 მოზარდი გ.მ. ამის შესახებ ინფორმაცია გამომდინარეობს საქმის მასალებიდან. ეს ინფორმაცია ცნობილი იყო შსს-სა და გამოძიებისთვის უკვე 1 და 2 დეკემბერს, თუმცა მიუხედავად ამისა, ცალკე გამოძიება დაწყებული არ არის. საგამოძიებო მოქმედებები ამ მიმართულებით ჩატარებული არ არის, ისევე როგორც ცალკე არ არის გამოყოფილი სქმე ამ მიმართულებით.
რეკომენდაციის არსი არის, რომ კონკრეტულ თემაზე შსს-მ დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება გ.მ.-ს ცივი იარაღით დაჭრის ფაქტზე და გაატაროს დანაშაულის ჩამდენი პირის იდენტიფიცირებისთვის ოპერატიულ საგამოძიებო მოქმედებები” განაცხადა სერგი კაპანაძემ.

banner
წინა სტატიაშიქრთამის აღების ფაქტზე თერჯოლლის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი დააკავეს
შემდეგი სტატიასაგამოძიებო კომისიის სხდომაზე ზვიად კუპრავას მოწვევა შეცდომაა, ის პირდაპირ მხარეა- ბესელია