საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ზვიად კუპრავას მოწვევა შეცდომაა, ის პირდაპირ მხარეა- ბესელია

ხორავას ქუჩის საქმეზე პარლამენტში შექმნილი საგამოძიებო კომისიის წევრი ეკა ბესელია დღევანდელ სხდომაზე ზვიად კუპრავას მოწვევას შეცდომას უწოდებს. ბესელია ამბობს, რომ კუპრავა მხარეა.

“არ მგონია, რომ სწორია საგამოძიებო კომისიის გადაწყვეტილება, იმ პირებზე ადრე, ვინც უშუალოდ დაკავშირებულია, შემსწრეა ან პირველწყაროა, ზვიად კუპრავა დაიკითხოს. კუპრავა თვითმხილველი არ არის. გასაგებია მისი პოზიცია. ის პირდაპირ მხარეა. ამიტომ ამ ადამიანის კომისიის დღევანდელ სხდომაზე მოწვევა და დღეს გამოკითხვა, არ მგონია, რომ სწორი გადაწყვეტილება იყოს. ეს იყო შეცდომა. კომისიას აქვს მაღალი ვალდებულებები, პასუხისმგებლობა და საჭიროა პოლიტიკური განწყობებისგან გათავისუფლდეს“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

banner
წინა სტატიაში“შსს-მ დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება გ.მ.-ს დაჭრის ფაქტზე” – კომისიის რეკომენდაცია
შემდეგი სტატია“ოღონდ “ნაციონალურ მოძრაობას“ აგინე და გინდ ჯაშუში იყავი. გინდ მარშისტი, გინ ფაშისტი”