შსს-მ დაიწყო შესწავლა შეიცავს თუ არა „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პორნოგრაფიის ნიშნებს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო შესწავლა შეიცავს თუ არა „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პორნოგრაფიის ნიშნებს.

განცხადება შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის დირექტორმა საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

ნინო ცაციაშვილის განცხადებით, დანაშაულის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში პოლიცია შესაბამის რეაგირებას მოახდენს.

“რაც შეეხება დიმიტრი ლორთქიფანიძის განცხადებას, მიმდინარეობს განცხადებებში მითითებული გარემოების შესწავლა, დანაშაულის გამოკვეთის შემთხვევაში პოლიციისგან იქნება შესაბამისი რეაგირება,“- ამბობს ნინო ცაციაშვილი.

„და ჩვენ ვიცეკვებთ“ ფილმის ჩვენების საწინააღმდეგო აქციების ორგანიზატორების განცხადებით, ფილმი პორნო კონტენტს შეიცავს და არ არის ასაკობრივი შეზღუდვა, რაც აკრძალულია.

“ევგენი პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის” დირექტორი დიმიტრი ლორთქიფანიძე მოითხოვს, “და ჩვენ ვიცეკვეთ” ფილმის ჩვენება გადაიდოს მანამ, სანამ ფილმში პორნოგრაფიული კონტენტის შემცველობასთან დაკავშირებით ექსპერტიზა არ ჩატარდება.

banner
წინა სტატიაში“ხელისუფლების მხრიდან არის სრული იგნორი ლევან ვასაძის ძალადობრივი მოწოდებების მიმართ”
შემდეგი სტატია“ბატონი რომან გოცირიძე ხინკალზე გვეპატიჟება,გნებავთ ახლა ისარგებლოთ ფრაქციის დროით, თუ შესვენება გამოვაცხადოთ?”-ოხანაშვილი დეპუტატებს