“ხელისუფლების მხრიდან არის სრული იგნორი ლევან ვასაძის ძალადობრივი მოწოდებების მიმართ”

ხელისუფლების მხრიდან არის სრული იგნორი და ნიველირება ლევან ვასაძის ძალადობრივი მოწოდებების მიმართ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

როგორც თინა ბოკუჩავამ აღნიშნა, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ლევან ვასაძე იმუქრება.

„ვასაძე სამართალდამცველების მიმართ იმუქრებოდა, მაგრამ ხელისუფლება სრულ დაუსჯელობას მიმართავს. დაუსჯელობას მიმართავს მაშინ, როდესაც ხელაღებით ებრძვიან პროდასავლურ ჯგუფებს, პროდასავლურ ოპოზიციას, პროდასავლურ არასამთავრობო სექტორს და პროდასავლურ მედიას. ძალიან ნათელია რას ნიშნავს ეს და რაზე მეტყველებს. ეს ორმაგი სტანდარტი ერთი მხრივ, პირდაპირი ძალადობრივი მოწოდებების იგნორირება პრორუსული ჯგუფებისგან, ხოლო უსაფუძვლოდ დევნა პროდასავლური ჯგუფების მათ შორის, ივანიშვილის საგარეო ორიენტაციაზე ნათლად მეტყველებს“, – განაცხადა ბოკუჩავამ.

banner
წინა სტატიაში” შტეპსელიდან ვრთავთ დენს” – გურამ ფალავანდიშვილი “და ჩვენ ვიცეკვეთ” საპრემიერო ჩვენებაზე
შემდეგი სტატიაშსს-მ დაიწყო შესწავლა შეიცავს თუ არა „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პორნოგრაფიის ნიშნებს