შსს-მ ბინის და ავტომობილის ქურდობის ბრალდებით 1 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის
თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო
ღონისძიებების შედეგად, წარსულში არაერთგზის განზრახ მძიმე და
განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისათვის ნასამართლევი, 1973 წელს დაბადებული
პ.ჭ. ქურდობის ბრალდებით დააკავეს-ამის შესახებ ,,თაიმერს” შსს-დან აცნობეს.
უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული 20 აგვისტოს ახალციხეში, ივანე
ახალციხელის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელი ბინაში
უკანონოდ შევიდა, ფული, მობილური ტელეფონი, ძვირადღირებული პარფიუმერია
მოიპარა და მიიმალა. პ.ჭ.-მ 25 აგვისტოს ასევე, ახალციხეში, იაძის ქუჩაზე
ადგილობრივი მკვიდრის კუთვნილი ავტომობილიდან ფული მოიპარა. 28 აგვისტოს
კი, ქუჩაში გაჩერებული ერთ-ერთი ავტომობილიდან სანადირო თოფს
მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა. ნაქურდალი სანადირო თოფი დაკავებულის
საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ნივთმტკიცების სახით იქნა ამოღებული.
ჩადენილი დანაშაული 4-იდან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სასამართლოს განჩინების საფუძველზე პ.ჭ.-მ ბრალდებულის სახით დაკავებისას,
პოლიციას წინააღმდეგობა გაუწია და სანადირო თოფიდან ჰაერში რამდენიმე
გასროლა განახორციელა.
ახალციხის რაიონულმა სასამართლომ დაკავებულს აღმკვეთი ღონისძიების სახით
ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
გამოძიება საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3
ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს, რამაც
მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
banner
წინა სტატიაშისკოლებში უსაფრთხოების საკითხზე იმსჯელებენ დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე
შემდეგი სტატიაახმეტაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი მძიმედ დაშავდა