ახმეტაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი მძიმედ დაშავდა

ავარიას ბათუმში ახალაგზრდა მამაკაცი შეეწირა

ახმეტის მუნიციპალიტეტში  ავტოსაგზაო შემთხვევის  შედეგად ორი ადამიანი დაშავდა.გავრცელებული ინფორმაციით, სოფელ ალავერდთან „ბე-ემ-ვესა“ და „მიცუბიშის“ მარკის ავტომობილების შეჯახების შედეგად მძღოლმა და მგზავრმა სხეულის მძიმე დაზიანებები მიიღეს.

სასწრაფო დახმარების ჯგუფმა დაშავებულები თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმის განმარტებით, ორივე მათგანს ტრავმული დაზიანებები, ლავიწის და მხრის ძვლის მოტეხილობები აღენიშნებათ. დაშავებულებს ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდებათ.

შს სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სსსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ ბინის და ავტომობილის ქურდობის ბრალდებით 1 პირი დააკავა
შემდეგი სტატიაქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის რისკების შეფასების ინსტრუმენტი და შემაკავებელი ორდერის მონიტორინგის მექანიზმი ამოქმედდა