შსს-მ აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

შსს-მ აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო. დაკავებულია ერთი ადამიანი. სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალება „სუბოქსინის“ 191 აბი და 35 ნატეხი, ასევე 2 შეკვრად დაფასოებული “სუბოქსინის” ფხვნილი ამოიღეს. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიჩნდება ეჭვი, რომ მთავრობა დევალვაციას აკეთებს გარკვეული პოლიტიკური ამოცანების შესასრულებლად – ექსპერტები ლარის გაუფასურებაზე საუბრობენ
შემდეგი სტატიამარნეულის მერი სექსისტურად მიჩნეულ განცხადებასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს