მარნეულის მერი სექსისტურად მიჩნეულ განცხადებასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს

მარნეულის მერი თემურ აბაზოვი სექსისტურ განცხადებასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს. მისი თქმით მოსახლეობასთან შეხვედრა დაგეგმილი არ ყოფილა და სოფლის ცენტრში შეკრებილ მამაკაცებთან შეხვედრა სპონტანურად შედგა. მარნეულის მერიაში აცხადებენ რომ მარნეულის მერმა შეკითხვაზე, თუ რატომ არ იყვნენ ქალები იქ, ნახევრად იუმორით უპასუხა, რომ „ქალები ალბათ სადილს ამზადებენ.“
მერის განმარტებით, მარნეულის ადგილობრივი ხელისუფლება არაერთ პროექტს და მოსახლეობასთან შეხვედრებს ატარეს, რომლებშიც ქალებიც ისევე აქტიურად არიან ჩართული, როგორც კაცები.

შეგახსნებთ, საქართველოს სახალხო დამცველმა თემურ აბაზოვის მიერ ნათქვამი ფრაზა სექსისტურად შეაფასა:

„შემაშფოთებელია გენდერულად მჩაგვრელი პრაქტიკის მხარდაჭერა და წახალისება ქალაქის მერის მხრიდან, რომელსაც, თავის მხრივ, თანასწორი გარემოს შექმნის ვალდებულება გააჩნია. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სახალხო დამცველი მოუწოდებს მარნეულის მერს თემურ აბაზოვს, მომავალი თავი შეიკავოს სექსისტური გამონათქვამებისგან და თავისი საქმიანობის განხორციელების პროცესში ხელი შეუწყოს გენდერულ თანასწორობას რეგიონში.“- ნათქვამი იყო ომბუდსმენის განცხადებაში, რომელიც გუშინ გავრცელდა.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო
შემდეგი სტატიაერგნეთში ინციდენტების პრევენციის მორიგი შეხვედრა იმართება