შსს-მ 253 აბი „სუბუტექსი“ ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1972 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ა.ჩ. თბილისში დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალება „სუბუტექსის“ 253 აბი და აბის ნატეხები ამოიღეს, რომელიც, ექსპერტიზის დასკვნით 1,987 გრამ ბუპრენორფინს შეიცავს.

ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიპუტინი შესაძლებელია ტრამპს ინაუგურაციამდე შეხვდეს
შემდეგი სტატიაპრემიერის სიტყვები თვალებში ნაცრის შეყრაა – პაატა შეშელიძე ლარის გაუფასურებაზე