პრემიერის სიტყვები თვალებში ნაცრის შეყრაა – პაატა შეშელიძე ლარის გაუფასურებაზე

პრემიერის განცხადებები, სინამდვილეში თვალებში ნაცრის შეყრაა- ამ განცხადებას, “ახალი ეკონომიკური სკოლა – საქართველოს” პრეზიდენტი პაატა შეშელიძე აკეთებს. შეშელიძე გიორგი კვირიკაშვილის მიერ გუშინ ეროვნული ვალუტის გაუფასურებასთან დაკავშირებით გაკეთებულ იმ განცხადებას ეხმაურება, სადაც პრემიერმა თქვა, რომ გაუფასურება, ქვეყნაში დადებითი პროცესით არის განპირობებული. მისი თქმით, თ ხელისუფლება ისეთ პროექტებს ახორციელებს, რომელიც ხელოვნურად ზრდის ლარზე მოთხოვნას და არ აქვთ მოლოდინი, რომ უახლოეს პერიოდში მოგვარდეს პრობლემები.

“მოხმარება თუ გაზრდილია ხალხი როგორ ღარიბდება? თუ იმპორტი გაზრდილია საიდან შევიძინოთ ის თუ შემოსავლები არ გვაქვს, ექსპორტი თ შემცირებულია იმპორტი როგორ გაიზარდა? ძალიან ბევრი კითხვითი ნიშანი გამიჩნდა.

ფული უფასურდება იმიტომ, რომ ეროვნული ბანკი ბეჭდავს უფრო მეტ ფულს ვიდრე ეს საჭიროა და აძლევს საშუალებას ბანკებს, რომ ინტენსიურად გასცენ სესხები, რომელიც არ არის უზრუნველყოფილი რეალური დანაზოგებით.

მთავრობა იღებს ძალიან ბევრ სესხს შიდა ბაზარზე და წამოწყებული აქვთ ისეთი პროექტები, რომელიც ხელოვნურად ზრდის მოთხოვნას. ეს ყველაფერი თუ არ შეიცვალა არაფერი არ გამოსწორდება. ამიტომ პრემიერის განცხადებები, სინამდვილეში თვალებში ნაცრის შეყრაა,“-აცხადებს პაატა შეშელიძე.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ 253 აბი „სუბუტექსი“ ამოიღო
შემდეგი სტატიასპორტისა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტების თავმჯდომარეების ვინაობა დღეს გახდება ცნობილი