შსს-მ 2014 წელს მომხდარი დედა-შვილის მკვლელობა გახსნა

შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ 2014 წელს, თბილისის ზღვაზე, დევნილთა დასახლებაში მომხდარი მკვლელობა გახსნა.
როგორც უწყებაში გამართულ პრესკონფერენციაზე აღინიშნა, ნაპოვნია შემთხვევის დროს მოკლული გურამ კვეზერელის ცხედარი.
ოფიციალური ინფორმაციით, დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით ძიება მიმდინარეობს ორი პირის წინააღმდეგ, ხოლო რაც შეეხება უშუალოდ მომხდარში ბრალდებულებს, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ერთი პირი დაკავებულია, მეორე კი უცხოეთში იმყოფება.
სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე ყაჩაღობისა და მკვლელობის ფაქტის შესახებ დეტალურად ისაუბრეს.

banner
წინა სტატიაში”თიბისი ბანკი” საკუთარ კლიენტებს თაღლითური ქმედების შესახებ აფრთხილებს
შემდეგი სტატიაეკა ხერხეულიძე დავით სერგეენკოს: “თქვენი წყალობით, ადამიანებს სანაგვეში აქვთ თავი ჩარგული”