ეკა ხერხეულიძე დავით სერგეენკოს: “თქვენი წყალობით, ადამიანებს სანაგვეში აქვთ თავი ჩარგული”

მინისტრთა კაბინეტის ზოგიერთი წარმომადგენლი უახლესი ისტორიის გაყალბებითაა დაკავებული
საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ეკა ხერხეულიძემ ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს სამი ძირითადი კითხვით მიმართა.

 

ხერხეულიძე დაინტერესდა, რატომ არ შესრულდა წინასაარჩევნო დაპირება, პენსიების მატებასთან დაკავშირებით. დეპუტატი აცხადებს, რომ სოციალურად დაუცველებს დახმარება მოეხსნა, რომელსაც ხელისუფლება წინასაარჩევნოდ დააბრუნებს, რაც მისი თქმით, ამომრჩევლით მანიპულირებაა.
“სამი ძირითადი პრობლემაა, პენსია, რომელიც უნდა გაზრდილიყო, მეორეა სოციალური დახმარება, რომელიც მოუხსენით ბევრს და ალბათ, არჩევნების წინ დაუბრუნებთ ადამიანებს, რაც მანიპულირებაა. რატომ მოუხსენით იმ ადამიანებს სოციალური დახმარება, რომელთაც თქვენი დამსახურებით სანაგვეში აქვთ თავი ჩარგული და იქ ეძებს საკვებს?! მესამეა, მედიკამენტების პრობლემა, ჩემს ირგვლივ უმრავლესობა ვერ ახერხებს საჭირო მედიკამენტების შეძენას. მე არ ვარ უმადური ადამიანი, რომელიც ვერ ხედავს თქვენ სფეროში წინსვლას, ბევრმა ისარგებლა ოპერაციებით და დაფინანსებით, მაგრამ ეს სამი პრობლემა მომაკვდინებლად შემაწუხებელია. რატომ არ მოუმატეთ პენსიები? რატომ მოუხსენით სოციალურად დაუცველებს დახმარება და რითი შეძლებს მედიკამენტების შეძენას ხალხი?”, – მიმართა ხერხეულიძემ სერგეენკოს.
banner
წინა სტატიაშიშსს-მ 2014 წელს მომხდარი დედა-შვილის მკვლელობა გახსნა
შემდეგი სტატიასოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის განკუთვნილი ვაუჩერი ოქტომბრის არჩევნების შემდეგ გაუქმდება