შსს-მ 2011 წელს თბილისში, რუსთაველის გამზირზე მკვლელობისთვის ძებნილი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისთვის 2011 წლიდან ძებნილი, 1988 წელს დაბადებული პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგენილია, რომ ი.ა.-მ და მისმა თანამზრახველებმა 2011 წლის 17 ოქტომბერს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, შურისძიების მიზნით, ცეცხლსასროლი იარაღიდან განხორციელებული მრავლობითი გასროლის შედეგად, სიცოცხლისათვის შეუთავსებელი ჭრილობები მიაყენეს 1988 წელს დაბადებულ ზ.ტ.-ს და მიიმალნენ. დაჭრილი ზ.ტ. შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა.

„ი.ა., ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებისთვის, 2011 წლის 25 ოქტომბერს დაუსწრებლად მიეცა სისხლის სამართლის პასუხისგებაში.

დაკავებული ი.ა. გადაყვანილია პენიტენციურ დაწესებულებაში“,- აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშინაძალადევის რაიონში, ლოტკინის დასახლებაში გზების რეაბილიტაცია გრძელდება
შემდეგი სტატიავოლსკი: ოპონენტები მზად არ არიან, მოლაპარაკებებისთვის იმ საკითხებზე, რასაც ჰქვია პარლამენტის საქმიანობის გაგრძელება ისე, როგორც მათ შეუკვეთა საზოგადოებამ