ვოლსკი: ოპონენტები მზად არ არიან, მოლაპარაკებებისთვის იმ საკითხებზე, რასაც ჰქვია პარლამენტის საქმიანობის გაგრძელება ისე, როგორც მათ შეუკვეთა საზოგადოებამ

ჩვენი ოპონენტები მზად არ არიან, მოლაპარაკებებისთვის იმ საკითხებზე, რასაც ჰქვია პარლამენტის საქმიანობის გაგრძელება ისე, როგორც მათ შეუკვეთა საზოგადოებამ, რისთვისაც ჩატარდა არჩევნები და მიიღეს ხმები. მათი ხისტი პოზიცია განაპირობებს პროცესის, მეხუთე რაუნდის გაჭიანურებას, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ.

მისი თქმით, საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობა საკმაოდ მაღალია იმისათვის, რომ საბოტაჟი არ გაგრძელდეს.

„ვფიქრობ,რომ საგანგებო მნიშვნელობა აქვს მოლაპარაკებას, მაგრამ მოლაპარაკების მაგიდასთან პროცესების დაფიქსირებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება საზოგადოებისთვისაც და ჩვენი ოპარტნიორი ქვეყნებისთვისაც, ვინც განსაკუთრებით ვინც ხელშემწყობი ფუნქციით გამოდის. ისტორიას ახსოვს საკმაოდ რთული მოლაპარაკებები საშინაო და საგარეო საკითხებზე და საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობა საკმაოდ მაღალია იმისათვის, რომ ეს საბოტაჟი არ გაგრძელდეს“, – განაცხადა ვოლსკიმ.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ 2011 წელს თბილისში, რუსთაველის გამზირზე მკვლელობისთვის ძებნილი პირი დააკავა
შემდეგი სტატიაუვადო მოსამართლეობის კანდიდატი ვერ პასუხობს კითხვას, რა ფორმითაა ხალხი ხელისუფლების წყარო