შსს გივი თარგამაძეს პასუხობს

ზუდ“ოთარ ყალიჩავა არ ატარებს კანონიერი ქურდის სტატუსს”- ამის შესახებ “თაიმერს” შსს-ში განუცხადეს. როგორც უწყებაში აცხადებენ  ყალიჩავა, რომელიც საქართველოში „დეპორტირებული სტატუსით“ ჩამოვიდა, არ მოიაზრება ე.წ კანონიერ ქურდად და მასზე სისხლის სამრთლის დევნა არ ხორციელდება. „ ის იყო დეპორტირებული და არა ექსტრადირებული“- აღნიშნა “თაიმერთან” საუბარში შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენელმა.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა წევრმა, გივი თარგამაძემ “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ ე.წ კანონიერი ქურდი ოთარიკ ზუგდიდსკი, იგივე, ოთარ ყალიჩავა, რომელიც რუსეთიდან იქნა დეპორტირებული შსს-მ არ დააკავა.

“კანონიერი ქურდი ოთარიკ ზუგდიდსკი, იგივე ოთარ თენგიზის ძე ყალიჩავა. დაბადებული 1980 წლის 29 სექტემბერს. მიმდინარე წლის 29 აპრილს დეპორტირებულ იქნა რუსეთიდან საქართველოში. შსს-მ იმ საოცარი მოტივით, რომ ყალიჩავას ქურდობა შეჩერებული აქვს (არ ვიცი, ქვემოთმოყვანილი საიტის ინფორმაციას დაეყრდნენ, თუ რაიმე სათანადო ცნობა წარმოადგინა შემჩერებელი ქურდებისგან), ხსენებული პირი არ დააკავა. შესაბამისად, ის იმყოფება ზუგდიდში, საკუთარ სახლში, ენგელსის 126 ნომერში, სადაც არაფერს ამბობს ქურდობის შეჩერებაზე, ამტკიცებს საწინააღმდეგოს, იბარებს ადამიანებს და ატარებს ქურდულ გარჩევებს. გილოცავთ, შსს-ვ, თქვენ, ფაქტობრივად, საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი კანონიერი ქურდის კურთხევა მოახდინეთ. შეგიძლიათ გადაამოწმოთ, ან არ გადაამოწმოთ და აღიაროთ, რომ ეს აქტი წინასაარჩევნო საჭიროების გამო ჩაატარეთ” –წერს “ერთიანი ნაციონალური” მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი გივი თარგამაძე.

banner
წინა სტატიაში,,ქართული ჯარი ყველა პარამეტრით პასუხობდეს მაღალ თანამედროვე სტანდარტებს”
შემდეგი სტატიაბათუმში მშნებარე კორპუსის მეექვსე სართულიდან მუშა გადმოვარდა