ბათუმში მშნებარე კორპუსის მეექვსე სართულიდან მუშა გადმოვარდა

კომპანია „შველას“ მშენებარე კორპუსის მე-6 სართულიდან 40 წლამდე მუშა გადმოვარდა. მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა ბათუმში ლუკა ასათიანის ქუჩაზე მოხდა.

გარდაცვლილის კოლეგები აცხადებენ, რომ გადმოვარდნის დროს, მე-6 სართულზე სხვა მუშები არ იმყოფებოდნენ. მომხდარზე გამოძიება
სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, აღნიშნული მუხლი გულისხმობს: სამთო, სამშენებლო, ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას, რამაც ადამიანის სოცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

banner
წინა სტატიაშიშსს გივი თარგამაძეს პასუხობს
შემდეგი სტატიაირაკლი შიხიაშვილი – “ნაციონალური მოძრაობა” მე დავშალე