,,ქართული ჯარი ყველა პარამეტრით პასუხობდეს მაღალ თანამედროვე სტანდარტებს”

საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეიარაღებულ ძალებს დღევანდელ დღეს ულოცავს. ,,თაიმერი” განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

,,შეიარაღებული ძალების სრულ შემადგენლობას ვულოცავ დღევანდელ დღეს!
25 წლის წინ შეიარაღებული ძალების შექმნით საქართველომ უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი გადადგა სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის გზაზე. დღეს ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ქართული ჯარი ყველა პარამეტრით პასუხობდეს მაღალ თანამედროვე სტანდარტებს. მინდა სიამაყით აღვნიშნო, რომ ამ მიზნის განხორციელებისთვის ჩვენ გვაქვს უმთავრესი საფუძველი – ეს არის ჩვენი ჯარისკაცების მხედრული სული. ჩვენ გვყავს ისეთი ჯარისკაცები, როგორითაც ნებისმიერი ქვეყანა იამაყებდა. ეს ჩვენი სიმდიდრეა. ამას მოწმობს საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში ჩვენი სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობაც.
გპირდებით, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რათა ქართულ ჯარში სამსახური გახდეს უფრო და უფრო პრესტიჟული და სიტყვები – „ვემსახურები საქართველოს!“ – გახდეს კიდევ უფრო საამაყო ქართველი ჯარისკაცისთვის”- ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიირაკლი შიხიაშვილი არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას
შემდეგი სტატიაშსს გივი თარგამაძეს პასუხობს