შსს ახალციხის რაიონის სოფელ სვირში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

შსს ახალციხის რაიონის სოფელ სვირში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. როგორც უწყებაში აღნიშნავენ, შსს-ს მეხანძრე-მაშველები და სასაზღვრო პოლიციის მფრინავები ყველა საჭირო ღონისძიებას ახორციელებენ ხანძრის უმოკლეს დროში ლოკალიზებისთვის. შსს-ს ინფორმაციით, ამ დროისთვის ხანძრის ფართო მასშტაბებზე გავრცელება არ დაფიქსირებულა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ – „112“-დან შევიდა შეტყობინება, რომ ახალციხეში, სოფელ სვირის მიმდებარედ, მთის ფერდობზე, წიწვოვანი ტყის მასივში ხანძარი გაჩნდა. შეტყობინების მიღებიდან რამდენიმე წუთში, ადგილზე უკვე იმყოფებოდა ათეულობით მეხანძრე-მაშველი.

შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით, ხანძრის ქრობის პროცესში შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვეტმფრენი ჩაერთო.

შსს-ს მეხანძრე-მაშველები და სასაზღვრო პოლიციის მფრინავები ყველა საჭირო ღონისძიებას ახორციელებენ ხანძრის უმოკლეს დროში ლოკალიზებისთვის. ამ დროისთვის ხანძრის ფართო მასშტაბებზე გავრცელება არ დაფიქსირებულა“, – აღნიშნავენ შსს-ში.

banner
წინა სტატიაშიახალციხის გამგებლის ინფორმაციით, სოფელ სვირის მიმდებარედ ხანძარი დაახლოებით ნახევარ ჰექტარზეა გავრცელებული
შემდეგი სტატია23 პოლიტიკური პარტია ცესკო-ს ელექტრონული რეგისტრაციის პროგრამაში ჩაერთო