შშმ მოზარდზე ძალადობა – დაზარალებულის უფლებებს საია დაიცავს

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია “ისნის” მეტროში, შშმ მოზარდის მიმართ განხორციელებული ძალადობის საქმეში დაზარალებულის უფლებებს დაიცავს

“უახლოეს პერიოდში საიას ადვოკატი საგამოძიებო უწყებას მიმართავს საქმის მასალების გაცნობის მოთხოვნით. მასალების გაცნობის შემდეგ კი, არასრულწლოვანთან შეთანხმებით, დაიგეგმება შემდეგი ნაბიჯები.

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, საია გამოძიების მსვლელობის თაობაზე ინფორმაციას საზოგადოებას მოგვიანებით მიაწვდის.” ნათქვამია საიას ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშირუსეთის ხელისუფლებამ ალექსეი ნავალნი ტერორისტულ და ექსტრემისტულ საქმიანობასთან დაკავშირებულ პირთა სიაში შეიყვანა
შემდეგი სტატიასტარტაპ ნაკრები – Facebook რეკლამაზე ქეშბექი ახალი ბიზნესებისთვის