შშმ მოზარდმა მასზე მოძალადე პოლიციელები ამოიცნო – მშობლები მათ მკაცრად დასჯას ითხოვენ

პოლიციელის ნაცემ შშმ მოზარდს დაზარალებულის სტატუსს დრეს ოფიციალურად მიანიჭებენ. ის მშობლებთან ერთად სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში გადაჰყავთ.

მოზარდს ფიზიკური დაზიანებები აქვს, მძიმეა მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობაც.

თავად დაკავებული პოლიციელები კი დუმილის უფლებით სარგებლობენ, ისინი წინასწარი დაკავების იზოლატორში არიან. უცნობია მათი პოზიცია. კომენტარი არ გაუკეთებიათ არც ადვოკატებს.

შშმ პირის დედის ინფორმაციით, მისმა შვილმა მასზე მოძალადე პოლიციელები ამოიცნო. მშობლები მათ მკაცრად დასჯას ითხოვენ.

banner
წინა სტატიაშიპროკურატურამ, ზუგდიდში ქალზე განხორციელებული ძალადობის ფაქტზე პოლიციის თანამშრომელი დააკავა
შემდეგი სტატიასტარტაპ პრე-აქსელერატორი 2022 იწყება