პროკურატურამ, ზუგდიდში ქალზე განხორციელებული ძალადობის ფაქტზე პოლიციის თანამშრომელი დააკავა

საქართველოს პროკურატურამ ქალაქ ზუგდიდში ქალზე განხორციელებული ძალადობის ფაქტზე პოლიციის თანამშრომელი გ.ბ. დააკავა.

პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 25 იანვარს ქ. ზუგდიდში, პოლიციის თანამშრომელმა გ.ბ.-მ პირად საკითხზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს მეგობარ ქალს მ.თ.-ს სახეში ხელი რამდენჯერმე დაარტყა.

პროკურატურამ გ.ბ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) გათვალისწინებული ქმედების ჩადენის გამო, 26 იანვარს დააკავა.

დაკავებულს ბრალდება კანონით დადგენილ ვადაში წარედგინება, რის შემდეგაც პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე სასამართლოს შუამდგომლობით მიმართავს.

 

https://youtu.be/z_UOQHcyMik

banner
წინა სტატიაშიკალაძე – არ მივცემ საშუალებას კონკრეტულ ტელევიზიებს „ფეიქნიუსების“ საშუალებით საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს
შემდეგი სტატიაშშმ მოზარდმა მასზე მოძალადე პოლიციელები ამოიცნო – მშობლები მათ მკაცრად დასჯას ითხოვენ