შს მინისტრისგან მივიღე განმარტება, რომ რუსთაველის გამზირიდან ნიკა მელიას განრიდება მოხდა, რათა აღკვეთილიყო სამართალდარღვევა

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი ივნისი 11, 2018 19:01

შს მინისტრისგან მივიღე განმარტება, რომ რუსთაველის გამზირიდან ნიკა მელიას განრიდება მოხდა, რათა აღკვეთილიყო სამართალდარღვევა

მნიშვნელოვანი

  • შინაგან საქმეთა მინისტრისგან მივიღე განმარტება, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა მელია არათუ დააკავეს, არამედ მოხდა მისი განრიდება რუსთაველის გამზირიდან, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

სხვა სტატიები

შინაგან საქმეთა მინისტრისგან მივიღე განმარტება, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა მელია არათუ დააკავეს, არამედ მოხდა მისი განრიდება რუსთაველის გამზირიდან, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

“მე მქონდა შეხვედრა მინისტრთან და მისგან მივიღე განმარტება ამ საკითხთან დაკავშირებით. საქმე იყო შემდეგში – ადგილი ჰქონდა სამართალდარღვევას, კანონის მოთხოვნათა დარღვევას და იმისათვის, რომ აღკვეთილიყო სამართალდარღვევა, საჭირო იყო პარლამენტის წევრის განრიდება ადგილიდან. დავინტერესდი ადგილი ჰქონდა თუ არა დაკავებას და მივიღე განმარტება, რომ ადგილი ჰქონდა განრიდებას, რათა იქ მიმდინარე პროცესი არ გადაზრდილიყო რაიმე სხვა ტიპის სამართალდარღვევაში. მოხდა გადაყვანა სხვა ლოკაციაზე, ერთ-ერთ განყოფილებაში და ამის შემდეგ ის მყისიერად იქნა გათავისუფლებული. ასეთი განმარტება მივიღე შს მინისტრისგან“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ ნიკა მელია დღეს რუსთაველის გამზირიდან სამართალდამცველებმა გაიყვანეს. მისი პარტიის წევრები აცხადებდნენ, რომ დეპუტატი დაკავებული იყო.

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი ივნისი 11, 2018 19:01

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


3,719
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics