ხელყუმბარაზე თემირლან მაჩალიკაშვილის თითის ანაბეჭდები არ არის, მხოლოდ სისხლის წვეთებია – ადვოკატი საეჭვო დეტალებზე საუბრობს

საქალაქო სასამართლოში ტერორიზმში ბრალდებულების პროცესზე ის ექსპერტები დაიკითხნენ, რომლებმაც თემირლან მაჩალიკაშვილის ოთახიდან ამოღებულ ხელყუმბარაზე ექსპერტიზა ჩაატარეს.

მათი მტკიცებით, ხელყუმბარაზე არის სისხლის წვეთები და შესაბამისად დნმ-ის კვალი. თუმცა, მასზე არ აღმოჩნდა თემირლან მაჩალიკაშვილის თითის ანაბეჭდები, რის გამოც მაჩალიკაშვილის ადვოკატი საეჭვო დეტალებზე საუბრობს.

„ექსპერტმა განაცხადა და დაადასტურა, რომ არც ფალიაზე და არც ხელყუმბარაზე არ აღმოჩენილა არანაირი თითის ანაბეჭდი. ხელყუმბარაზე იყო დნმ, სისხლი შესაბამისად და ბიოლოგიური მასალა, თუმცა სისხლი იყო ძალიან მცირე ოდენობით, შხეფების სახით. თუ მას ხელში ეჭირა ხელყუმბარა, გასროლის შედეგად ხელყუმბარაზე უფრო მოცულობითი სისხლი უნდა ყოფილიყო,“ – განაცხადა ადვოკატმა, მარიამ კუბლაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიშს მინისტრისგან მივიღე განმარტება, რომ რუსთაველის გამზირიდან ნიკა მელიას განრიდება მოხდა, რათა აღკვეთილიყო სამართალდარღვევა
შემდეგი სტატიამთავარია, პროტესტის გამოხატვისას არ გავცდეთ კანონის მოთხოვნებს და ძალის გამოყენებისას არ დაირღვეს თანაზომიერების პრინციპი