შს მინისტრის მოადგილე – ვრცელდება დეზინფორმაცია, პოლიციას გაზი არ გამოუყენებია

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, კახა საბანაძის ინფორმაციას, არასწორია ინფორმაცია, რომ სამართალდამცველებმა ცესკო-სთან მიმდინარე აქციაზე გაზი გამოიყენეს.

მინისტრის მოადგილის თქმით, აღნიშნული დეზინფორმაციას წარმოადგენს.

„სამწუხაროდ ვრცელდება დეზინფორმაცია. პოლიციას არ გამოუყენებია გაზი და ყველამ მინდა გაითვალისწინოს, რომ მსგავსი დეზინფორმაციის გავრცელება მიზანშეწონილი არ არის“, – განაცხადა საბანაძემ.

banner
წინა სტატიაშიშსს მოუწოდებს ყველა მოქალაქეს, აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს
შემდეგი სტატიაომბუდსმენი: პოლიციას არ აქვს უფლება გამოიყენოს ძალა, როცა აქცია კანონიერ ფარგლებს არ სცდება