შრი-ლანკაში აფეთქებების ორი მთავარი ორგანიზატორი დააკავეს

შრი-ლანკას სამართალდამცველებმა ორი მამაკაცი დააკავეს, რომლებიც 21 აპრილის ტერაქტების ორგანიზების გამო იძებნებოდნენ – 28 აპრილს News First-ზე დაყრდნობით “დოიჩე ველე” წერს.
შრი-ლანკაში აღდგომის კვირას მომხდარი ტერაქტების საქმეზე 60-ზე მეტი ეჭვმიტანილია დაკავებული – 24 აპრილს ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარემ ლაკშმან კირიელამ განაცხადა. მისი თქმით, სულ, დაახლოებით 100 პირია დაპატიმრებული. მას სხვა დეტალები არ გაუსაჯაროვებია.

ტერაქტების შედეგად დაახლოებით 253 ადამიანი გარდაიცვალა და 500-ზე მეტი დაიჭრა. გარდაცვლილთა შორის, 39 უცხოელია. პოლიციის ინფორმაციით, აფეთქებები ცხრა თვითმკვლელმა-ტერორისტმა ჩაიდინა, მათ შორის იყო ქალი. დადგენილია რვა მათგანის სახელი და გვარი – ადრე შრი-ლანკას თავდაცვის მინისტრმა რუვან ვიევარდენემ თქვა. ასევე, ერთ-ერთი თვითმკვლელი ბრიტანეთსა და ავსტრალიაში სწავლობდა.

banner
წინა სტატიაშიტრამპმა მედიას კიდევ ერთხელ უწოდა “ხალხის მტერი”
შემდეგი სტატიამედია: დაზვერვის ინფორმაციით, აზიისა და აფრიკის ქვეყნებში ტერაქტებია მოსალოდნელი