ტრამპმა მედიას კიდევ ერთხელ უწოდა “ხალხის მტერი”

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 27 აპრილს, შაბათს, ტრადიციულ სადილზე, სადაც თეთრი სახლის კორესპონდენტთა ასოციაციას მასპინძლობდნენ, ასევ არ გამოცხადდა.

მესამე წელია ტრამპი ღონისძიებაზე არ მიდის. პრეზიდენტის გარდა, შეკრებას არ ესწრებოდნენ ტრამპის ადმინისტრაციის სხვა წევრებიც. ჟურნალისტებთან ურთიერთობას ტრამპმა ვისკონსინის შტატში გამართულ პოლიტიკურ მიტინგზე მისვლა არჩია.

საკუთარი მომხრეების წინაშე გამოსვლისას ტრამპმა მედიას კიდევ ერთხელ უწოდა “ხალხის მტერი”. “ისინი იტყუებიან. და, იცით, რა არის ყველაზე ცუდი? მათ მიერ შედგენილი რეიტინგები, რადგანაც ხალხს მათი არ სჯერა” – თქვა ტრამპმა სიტყვით გამსვლისას – “დოიჩე ველე” წერს.

banner
წინა სტატიაშიპეკინი ბრიტანეთში Huawei-ის სკანდალის შემდეგ კომპანიის დასაცავად გამოდის
შემდეგი სტატიაშრი-ლანკაში აფეთქებების ორი მთავარი ორგანიზატორი დააკავეს